ფეხბურთი

2:06 | 8.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ლილის" გამარჯვება 19 წლის ფეხბურთელის გოლით

საფრანგეთის ჩემპიონატის გადადებული მატჩი გაიმართა. “ლილისა” და “ევიანის” თამაში რენე ჟირარის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. მოსაწყენ მატჩში ერთი გოლი გავიდა, როცა მეორე ტაიმის მიმდინარეობისას ბალმონტის პასის შემდეგ რელორის კარში ტრაორემ გაიტანა. 19 წლის მალელმა ფორვარდმა ლიგა 1-ში პირველად გაიტანა.

ორივე გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ითამაშეს დანიელმა მოთამაშეებმა. მასპინძელთაგან კიაერმა, სტუმართაგან კი დანიელე ვასიმ. საინტერესოა, რომ “ევიანის” სათადარიგო სკამზე სამი დანიელი ფეხბურთელი იმყოფებოდა: იუელსგარდი, ნილსენი და ჰანსენი. სავარაუდოდ არასკანდინავიურ კლუბებში “ევიანს” ყველაზე მეტი დანიელი ფეხბურთელი ჰყავს. “ლილის” მაისურით 9 ადგილობრივმა ფეხბურთელმა ითამაშა, ხოლო დუპრაზის გუნდში მხოლოდ ექვსმა.

მთავარი მსაჯი ნიკოლას რეინვილე გახლდათ, რომელმაც ერთადერთი ყვითელი ბარათი ევიანელ სედრიკ კამბონს უჩვენა. კამბონს საინტერესო ბიოგრაფია აქვს. 2005 წელს საფრანგეთის 19-წლამდე ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო 2007-2009 წლები ბულგარულ “ლიტექსში” გაატარა, შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდა და 2009 წლიდან “ევიანის” მოთამაშეა.

რენე ჟირარის გუნდმა 24 ქულა მოაგროვა და მე-11 ადგილზე აინაცვლა, ხოლო “ევიანი” გასავარდნ ზონაში იმყოფება.

ლილი – ევიანი 1:0 (0:0)

ვილენუვე, “პიერ-მურუ”

ლილი: ენიამა, ბერია, ბასა, კიაერი, სიდიბე, მეიტე (ტრაორე 46), მავუბა, ბალმონტი, როდელინი (როზენალი 87), რუქსი, კორჩია (ფრეი 46)

მთავარი მწვრთნელი: რენე ჟირარი

ევიანი: ლეროი, აბდალაჰი, კამბონი, სორლინი, საბალი, კამუსი (იუელსგარდი 65), ტომასონი, ტეიედა, ნინკოვიჩი (ბრუნო 19), ვასი, ბარბოსა (სუგუ 68)

მთავარი მწვრთნელი: პასკალ დუპრაზი

გოლი: 1:0 ტრაორე (ბალმონტის პასით, 61)

მთავარი მსაჯი: ნიკოლას რეინვილე

გაფრთხილება: კამბონი (67)

0.104348