ხორვატი თავდამსხმელი ანდრეი კრამარიჩი, რომელსაც ლონდონის “ჩელსიში” გადასვლა უწინასწარმეტყველებდნენ, საბოლოოდ, პრემიერლიგისვე ბინადარ “ლესტერში” აღმოჩნდა.
არსებული ინფორმაციით, ინგლისურმა კლუბმა “რიეკას” 7 მილიონი გირვანქა გადაუხადა, კიდევ 2.3 მილიონი კი, შესაძლოა, ხორვატულ კლუბს ბონუსების სახით ერგოს.
ამას გარდა, კონტრაქტში შეტანილია პუნქტი, რომლის თანახმადაც, პრემიერლიგიდან გავარდნის შემთხვევაში, 23 წლის ფეხბურთელს “ლესტერის” დატოვება შეეძლება.