იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ პრესკონფერენცია გამართა, რომლის მსვლელობისას რამდენიმე საინტერესო საკითხს შეეხო. კონტემ ისაუბრა მარიო ბალოტელისა და იმ ახალი სახეების შესახებ, რომლებიც ნაკრებში გამოიძახა.
“მარიო ერთ-ერთია 5 თავდამსხმელიდან. თუ თავს მომაწონებს ვიტყვი, რომ ითამაშებს, თუ არადა ან თადარიგში დარჩება, ან სულაც ტრიბუნაზე. არანაირ საწინააღმდეგო ბალოტელის ნაკრებში ყოფნაზე არ მაქვს. უბრალოდ მსურს, ნაკრებმა ნაბიჯ-ნაბიჯ გააუმჯობესოს თამაში. მარიოს ერთი უპირატესობა აქვს - ზურგს მუნდიალის და ევროპირველობის გამოცდილება უმაგრებს, თუმცა ეს გადამწყვეტი არაა. სწორედ ამ უპირატესობის გამოა დღეს ნაკრებში “ბალო” და არა ოკაკა. ნაკრებში მოსახვედრად საკმარისი არაა რამდენიმე წუთის მაღალ დონეზე ჩატარება. ოკაკას მსგავსად სერია A-ში თავი მატრიმ და კვალიარელამაც გამოიჩინეს.
ამ დღეებში ვესაუბრე მარჩელო ლიპის, მივულოცე ჩინეთის ჩემპიონობა. მან მითხრა, რომ როცა ნაკრების თავკაცი იყო, სერია A-ში ფეხბურთელთა 64% იტალიელი იყო, ახლა ეს ციფრი თითქმის განახევრებულია. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, წარმატების მიღწევა უფრო რთულია.
ბონუჩის დისკვალიფიკაცია აქვს, ბარძალი, ფლორენცი, ჯაკერინი და პირლო კი ტრავმების გამო გვაკლია.
რაც შეეხება ჩერჩის და ელ შაარავის გამოძახებას, მინდა რომ გუნდში ორი ისეთი ფეხბურთელი მყავდეს, რომლებსაც ფლანგზე თამაში შუეძლია, შეუძლია ერთ მოწინააღდეგეს თავისუფლად გასცდეს. ვწუხვარ ლორენცე ინსინიეს გამო. იმედია, მალე გამოჯანმრთლედება”, - ამბობს კონტე.
იტალიის ნაკრები მილანში ხორვატიას უმასპინძლებს, შემდეგ კი ამხნაგურად ალბანეთის ნაკრებს გაეჯიბრება.