“ბარსელონას” პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, დაადასტურა, რომ მიმდინარე სეზონის შემდეგ კლუბში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.
ბართომეუს მიერ პრესკონფერენციის ოთხშაბათს გამართვა ორშაბათს დაანონსდა. ივარაუდებოდა, რომ პრეზიდენტი იმ პიროვნებას წარადგენდა, რომელიც სპორტული დირექტორის თანამდებობაზე ანდონი სუბისარეტას შეცვლიდა. თუმცა, საზოგადოებამ სხვა სიახლის შესახებ შეიტყო – “ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნები, 2016 წლის ნაცვლად, მიმდინარე წლის ზაფხულში გაიმართება და მასში მონაწილეობას ბართომეუც მიიღებს.