ჩოგბურთი

18:46 | 7.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი კარლოვიჩთან დამარცხდა

საქართველოს პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი Qatar Exxonmobil Open-ის ტურნირს დაემშვიდობა. ნიკოლოზი ტურნირის მერვედფინალში მსოფლიო რეიტინგის 27-ე ნომერთან, ხორვატ ივო კარლოვიჩთან 6:7, 3:6 დამარცხდა.

დასაწყისი ბასილაშვილს კარგი გამოუვიდა. ჩვენბურმა გიგანტი ხორვატი დააბრეიკა და 3:1 დაწინაურდა, თუმცა კარლოვიჩმა მომდევო გეიმში უკუბრეიკი შეასრულა და საბოლოოდ სეტი ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც ივომ თავის ყველა ჩაწოდება მოიგო, ხოლო ქართველმა კი 2 მოწოდება დათმო - საბოლოოდ ტაი-ბრეიკზე კარლოვიჩმა 7:3 იმარჯვა.

მეორე სეტისთვის ბასილაშვილი ფსიქოლოგიურად ვერ განეწყო, ნიკოლოზს ღელვა ეტყობოდა პირველ სეტში განიავებული შანსის გამო. 2:1-ზე კარლოვიჩის სასარგებლოდ ხორვატმა ბრეიკი გააკეთა, რაც სეტში და მატჩში გადამწყვეტი აღმოჩნდა. მატჩი საათსა და 22 წუთს გაგრძელდა.

ბასილაშვილმა 4 ეისი ჩააწოდა და 5 ორმაგი შეცდომა დაუშვა. კარლოვიჩმა 19 ეისი მოაწოდა და ხორვატს არც ერთი ორმაგი შეცდომა არ დაუშვია.

საბოლოოდ, ბასილაშვილმა 3 მატჩი მოიგო კვალიფიკაციაში და ძირითადი ბადის პირველ წრეში რუსი მიიხაილ იუჟნი დაამარცხა.

0.121246