“ლივერპულის” ახალგაზრდა ესპანელი შემტევი სუსო, მომდევნო სეზონიდან კარიერას “მილანში” განაგრძობს. იტალიელებმა ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურეს.
სუსო “ლივერპულში” 2012 წელს გადავიდა. ინგლისური გუნდის მაისურით მან 21 თამაში ჩაატარა. გასულ სეზონში, 21 წლის ფეხბურთელი “ალმერიაში” იყო განათხოვრებული, რომლის შემადგენლობაში ჩატარებულ 35 მატჩში 3 გოლი გაიტანა.
სუსოს “ლივეპულთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის “მილანში” თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა.
გავრცელებული ინფორმაციით, მილანელები სუსოს იანვარშივე გადაბირებას ეცდებიან. ტრანსფერის დაჩქარება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა თანხას მოითხოვს “ლივერპული”.