ფეხბურთი

17:52 | 7.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“კორდობა” ბებეს ინათხოვრებს

პორტუგალიური მედიის ინფორმაციით, ლისაბონის “ბენფიკას” შემტევი ბებე იჯარის წესით პრიმერადივიზიონის კლუბ “კორდობაში” ითამაშებს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი ხნით იქნება განათხოვრებული პორტუგალიელი ესპანეთში. “კორდობა” 24 წლის შემტევს უახლოეს მომავალში ოფიციალურად წარადგენს.

პორტუგალიელი 2014 წლის ზაფხულში “არწივებს” “მანჩესტერ იუნაიტედიდან” შეუერთდა, “წითელი ეშმაკების” რიგებში კი 2010 წლის ზაფხულში “გიმარაეშიდან” ჩაირიცხა. ალექს ფერგიუსონი შემტევით მოხიბლული გახლდათ და ფეხბურთელის სანაცვლოდ კლუბმა პორტუგალიელებს 8.8 მილიონი ევრო გადაუხადა.

ბებემ მასზე გაცემული ავანსი ვერ გაამართლა და ერთ წელიწადში “ბეშიქთაშში” გაანათხოვრეს, შემდეგ კი სამშობლოში იმოგზაურა და “რიუ ავესა” და “ფერეირას” შემადგენლობაშიც თამაშობდა. საბოლოოდ ინგლისელებმა ბებე “ბენფიკას” 3 მილიონ ევროს სანაცვლოდ მიჰყიდეს.

მიმდინარე სეზონში ბებეს სერიოზული არაფერი გაუკეთებია - “არწივების” მაისურით მოედნაზე მხოლოდ 6 შეხვედრაში გამოჩნდა და ჯამში 242 წუთი ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110673