კატალონიის “ბარსელონას” ურუგვაელი თავდამსხმელი ლუის სუარესი კლუბის წარმომადგენლებს მესისთან დაკავშირებით სიფრთხილისკენ მოუწოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის არგენტინელის გუნდიდან წასვლას არ გამორიცხავს.
“მიმაჩნია, რომ მესი “ბარსელონაში” კვლავ ბედნიერია, რადგან მას აქ ძალიან დაეხმარნენ. კლუბი ლეოს მხარს ბავშვობიდან უჭერს.
თუმცა, მესის შეიძლება ეჭვები გაუჩნდეს, თუ ის განსაკუთრებულ შეთავაზებას მიიღებს. როდესაც ეჭვი ჩნდება, საჭიროა სიფრთხილე. ამან შეიძლება იქამდე მიგვიყვანოს, რომ “ბარსელონაში” მესის ეპოქა დასრულდეს.” – ციტირებს სუარესის სიტყვებს Cadena SER.
ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მესის “ბარსას” მთავარ მწვრთნელთან, ლუის ენრიკესთან კონფლიქტი აქვს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ არგენტინელს ლონდონის “ჩელსი” იწვევს.