CIES Football Observatory-მა, რომელიც მსოფლიო ბაზარზე სატრანსფერო ღირებულებებს ადგენს, 5 იანვარს ევროპულ გრანდებში მოასპარეზე ფეხბურთელების საბაზრო ფასი გამოაქვეყნა.
რეიტინგის მიხედვით არგენტინის ეროვნული ნაკრების და კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელის ლიონელ მესის საბაზრო ფასი 220 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი ვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს ღირებულება 133 მილიონი ევროა.
2013 წელს სამეფო კლუბმა ყველა დროს ძვირადღირებული ტრანსფერი განახორციელა და ლონდონის “ტოტენჰემს” უელსელი გარეთ ბეილის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაუხადა. ამ რეიტინგში ბეილი მე-10 ადგილზე იმყოფება და ის 60 მილიონ ევროდაა შეფასებული.
გაგაცნობთ CIES Football Observatory-ის ათეულს:
- ლიონელ მესი (“ბარსელონა”, არგენტინა) – 220 მილიონი ევრო
- კრიშტიანუ რონალდუ (მადრიდის “რეალი”, პორტუგალია) – 133 მილიონი
- ედენ აზარი (ლონდონის “ჩელსი”, ბელგია) – 99
- დიეგო კოშტა (ლონდონის “ჩელსი”, ესპანეთი) – 84
- პოლ პოგბა (ტურინის “იუვენტუსი”, საფრანგეთი) – 72
- სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”, არგენტინა) – 65
- რაჰიმ სტერლინგი (“ლივერპული”, ინგლისი) – 63
- სესკ ფაბრეგასი (ლონდონის “ჩელსი”, ესპანეთი) – 62
- ალექსის სანჩესი (ლონდონის “არსენალი”, ჩილე) – 61
- გარეთ ბეილი (მადრიდის “რეალი”, უელსი) – 60