ფეხბურთი

14:11 | 7.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

მერაბ ჟორდანია “ვიტესს” უჩივის

მერაბ ჟორდანია ჰოლანდიურ საფეხბურთო კლუბ არნემის “ვიტესის” ხელმძღვანელობას სასამართლოში უჩივის. ინტერნეტპორტალ omroepgelderland.nl-ის ინფორმაციით, “ვიტესის” ყოფილ მეპატრონეს სურს, რომ კლუბის საშინაო მატჩებზე სტადიონ “გელრედომზე” დასწრების ნება კვლავ დართონ.

ჰოლანდიის სასამართლომ ჟორდანიას “გელრედომზე” და “ვიტესის” საწვრთნელ ბაზაზე მისვლა მას მერე აუკრძალა, რაც ის კლუბის გენერალურ დირექტორ იოს დე ვიტს თითების მოჭრით დაემუქრა. მართალია, მან შემდეგ თქვა, რომ იხუმრა, მაგრამ სასამართლომ აკრძალვის გარდა, საზოგადოებრივი სამუშაოების შესრულებაც დააკისრა.

“სასამართლომ თავისი სიტყვა უნდა თქვას, მაგრამ ჯერ კიდევ ჩვენი გადაწყვეტილების ერთგული ვართ, რადგან ამის საბაბი გვაქვს. ჟორდანია და “ვიტესის” სულ სხვა ისტორიაა. თუმცა, ვამჯობინებ სეზონის მეორე ნახევარზე ვიფიქრო, რადგან მთავარი ესაა. ჩვენ “ვიტესის” გაძლიერება გვსურს.” – თქვა იოს დე ვიტმა.

0.116005