კალათბურთი

10:31 | 7.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნოვიცკი NBA-ს მეშვიდე ბომბარდირია

“ბრუკლინ”-“დალასის” (88:96) მატჩში დირკ ნოვიცკიმ 15 ქულა დააგროვა და NBA-ს ყველა დროის საუკეთესო მექულეთა შორის, ლეგენდარულ მოუზეს მელოუნს გადაასწრო.

გერმანელს ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 27 412 ქულა აქვს დაგროვილი, ხოლო მოუზეს მელოუნს - 27 409. ნოვიცკი ნბა-ს ყველა დროის საუკეთესო მექულეთა შორის მეშვიდე ადგილზე იმყოფება. გერმანელის მორიგი სამიზნე შაკილ ონილის 28 596 ქულაა.

ვიდეო: დირკის ჩაგდებული სამქულიანი, რითაც მელოუნს გადაასწრო

https://www.youtube.com/watch?v=Tn0p5WrUcwY

გთავაზობთ NBA-ს ყველა დროის 10 საუკეთესო მექულეს (ESPN-ის სტატისტიკა, 7 იანვრის მონაცემები)

  1. ქარიმ აბდულ-ჯაბარი 38 387 ქულა
  2. კარლ მელოუნი 36 928
  3. კობი ბრაიანტი 32 310
  4. მაიკლ ჯორდანი 32 292
  5. უილტ ჩემბერლენი 31 419
  6. შაკილ ონილი 28 596
  7. დირკ ნოვიცკი 27 412
  8. მოუზის მელოუნი 27 409
  9. ელვინ ჰეიესი 27 313
  10. ჰაკიმ ოლაჯუონი 26 946

0.11792