მადრიდის “რეალმა” და “მონაკომ” კოლუმბიელი ხამეს როდრიგესის ტრანსფერი თითქმის შეათანხმეს. ამის შესახებ მადრიდული მედია იუწყება.
მადრიდელები კოლუმბიელის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს გადაიხდიან და “მონაკოს” რომელიმე ფეხბურთელსაც დაუთმობენ. სავარაუდოდ, საფრანგეთის ჩემპიონატში ბრაზილიელი ნახევარმცველი კაზემირო გადაბარგდება.
ხამეს როდრიგესი “რეალთან” 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და ხელფასის სახით, წელიწადშI 7.5 მილიონ ევროს მიიღებს.