ძიუდო

23:02 | 16.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

7 მედალი და გუნდური მე-5

საქართველოს კადეტ ძიუდოისტთა ნაკრებმა 15-16 მარტს თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე – ევროპის თასზე 7 მედალი მოიპოვა. გუნდის გუშინდელ მონაგარს: ვანო ხუბაშვილის (50 კგ) ოქროს, თემურ ნოზაძის (50 კგ) ვერცხლსა და ჯამბულ ქურდიანისა (60 კგ) და ბექა უდესიანის (66 კგ) ბრინჯაოებს დღეს სიმონ მამარდაშვილმა (73 კგ), ავთანდილ ტაბატაძემ (90 კგ) და სალომე მჭედლიშვილმა (70 კგ) შემატეს თავიანთი ბრინჯაოები.

სიმონ მამარდაშვილმა ოქრო-ვერცხლის შანსი მეოთხედფინალში დაკარგა, რუსეთის ნაკრების წევრ ისრაილ საგიპოვთან წაგებით. ამ შეხვედრამდე ქართველმა ძიუდოისტმა სომეხი გურგენ აბელიანისა და თურქი ემრე მავის ძლევა მოასწრო. რეპეშაჟში კი თანაგუნდელ ალექს ქიტიაშვილსა და რუს ალექსანდრ შჩებლეტოვს სძლია.

ავთანდილ ტაბატაძემ ძირითად ბადეში მხოლოდ ერთი შეხვედრა ჩაატარა – ფინელ მარტტი პუუმალაინენთან ვაზარს იგებდა და იპონით დამარცხდა. დამამშვიდებელ ეტაპზე კი თურქი ოკან ინანი, ბელარუსი პაველ კლიუჩნიკაუ და რუსეთის ნაკრების წევრები ივან შევჩენკო და ვიტალი პლეშაკოვი ჩამოიცილა.

სალომე მჭედლიშვილი თურქ არიფე კუბრა აიდოღლუსთან წაგების შემდეგ გადაერთო ბრინჯაოს ფრონტზე, სადაც თურქი სიმგე ეროღლუ და ბელარუსები: დიანა ჟუკავეცი, ვალერია ვაკარჩუკი და მარია კანდრატიევა დაამარცხა.

ჩამოთვლილი სამეულის გარდა დღეს ტატამზე კიდევ 22 ქართველი ძიუდოისტი გავიდა. მათგან პოდიუმზე ასვლის ყველაზე რეალური შანსი დავით იმერლიშვილს (81 კგ), გიორგი გველესიანს (90 კგ), დავით რაზმაძეს (+90 კგ), ეთერ ლიპარტელიანსა (57 კგ) და ხატია ჯანაშვილს (63 კგ) მიეცათ. ხუთივემ მე-5 ადგილი დაიკავა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები თურქეთში 49 სპორტსმენით ჩავიდა და საერთო გუნდურ ჩათვლაში 16 ქვეყნის ნაკრებს შორის მე-5 ადგილი დაიკავა.

 

ძიუდო

ევროპის თასი

ჭაბუკები

ანტალია

15-16 მარტი

 

ვაჟები

 

50 კგ

1 ვანო ხუბაშვილი (საქართველო)

2 თემურ ნოზაძე (საქართველო)

3 ოლეგ გარჩუ (რუსეთი)

3 რუსტამ ზაბოლოტნი (რუსეთი)

 

55 კგ

1 დავით ქელეხსაევი (რუსეთი)

2 აიუბ ბლიევი (რუსეთი)

3 კაზბეკ აჩმიზოვი (რუსეთი)

3 აზამატ აჩმიზოვი (რუსეთი)

5 დავით გეჯაძე (საქართველო)

7 ნიკო ჭიკაიძე (საქართველო)

 

60 კგ

1 ბაუირჟან ჟაუინტაიევი (ყაზახეთი)

2 მუად ჰეიდრლი (აზერბაიჯანი)

3 ჯამბულ ქურდიანი (საქართველო)

3 რუფატ ტაგიზადა (აზერბაიჯანი)

 

66 კგ

1 ჰიდაიატ ჰეიდაროვი (აზერბაიჯანი)

2 ელდარ სოლტანოვი (აზერბაიჯანი)

3 ბექა უდესიანი (საქართველო)

3 ისმაილ ჩასიგოვი (რუსეთი)

5 დავით კოპაძე (საქართველო)

 

73 კგ

1 სამირ აგაიევი (აზერბაიჯანი)

2 ისრაილ საგაიპოვი (რუსეთი)

3 სიმონ მამარდაშვილი (საქართველო)

3 ვასილიოს ბალამპანაშვილი (საბერძნეთი)

7 ალექსი ქიტიაშვილი (საქართველო)

 

81 კგ

1 ტურპალ ტეპკაევი (რუსეთი)

2 იური ბოჟა (რუსეთი)

3 გრიგორ სააკიანი (სომხეთი)

3 მაგომედრასულ კუზგოვი (რუსეთი)

5 დავით იმერლიშვილი (საქართველო)

 

90 კგ

1 ანარ აბდულაევი (რუსეთი)

2 მუსა შაკარალიევი (აზერბაიჯანი)

3 ავთანდილ ტაბატაძე (საქართველო)

3 მარტტი პუუმალაინენი (ფინეთი)

5 გიორგი გველესიანი (საქართველო)

 

+90 კგ

1 ვახიდ დაურბეკოვი (რუსეთი)

2 აჰმეტ ილდირიმი (თურქეთი)

3 კემალ კაიტოვი (რუსეთი)

3 ტემურ რახიმოვი (ტაჯიკეთი)

5 დავით რაზმაძე (საქართველო)

7 კონსტანტინე ხაბეიშვილი (საქართველო)

7 თედო ცოცინაშვილი (საქართველო)

 

გოგონები

 

40 კგ

1 აკმარელ ნაუატბეკი (ყაზახეთი)

2 კრისტინა ბულგაკოვა (რუსეთი)

3 აიდა ბიკბოვა (რუსეთი)

3 რუმეისე იაილა (თურქეთი)

 

44 კგ

1 ლეილა ალიევა (აზერბაიჯანი)

2 სევდა იორულმაზი (თურქეთი)

3 ტუგცე ბედერი (თურქეთი)

3 მელისა ჩაკმაკლი (თურქეთი)

5 ნატალია ყიფშიძე (საქართველო)

 

48 კგ

1 ანასტასია ტურჩევა (რუსეთი)

2 რაბია სენიაილა (თურქეთი)

3 აიიდა კარჩაევა (ყაზახეთი)

3 მარვე ტასი (თურქეთი)

7 სალომე მარგიანი (საქართველო)

7 ნინო მგელაძე (საქართველო)

 

52 კგ

1 ბეტინა ტემელკოვა (ბულგარეთი)

2 ნატალია მალიუკოვა (რუსეთი)

3 ბურკუ ნანტუკი (თურქეთი)

3 მარგარიტა შრაინერი (რუსეთი)

7 მზია ბებოშვილი (საქართველო)

 

57 კგ

1 მარია გრიზლოვა (რუსეთი)

2 მინელ აკდენიზი (თურქეთი)

3 სეიმა ოზერლერი (თურქეთი)

3 ემილია კანერვა (ფინეთი)

5 ეთერი ლიპარტელიანი (საქართველო)

 

63 კგ

1 ივანა სუნჯევიჩი (ჩერნოგორია)

2 ქსენია ზადვორნოვა (რუსეთი)

3 ანასტასია კოლიადენკოვა (რუსეთი)

3 ჰილალ ზამანი (თურქეთი)

5 ხატია ჯანაშვილი (საქართველო)

 

70 კგ

1 სემანურ ერდოგანი (თურქეთი)

2 ეკატერინა ტოკარევა (რუსეთი)

3 სალომე მჭედლიშვილი (საქართველო)

3 ელვირა ნიკულიჩევა (რუსეთი)

 

+70 კგ

1 მარინა ბუკრეევა (რუსეთი)

2 დარია რომანენკო (რუსეთი)

3 ჩიგდემ ბორა (თურქეთი)

3 სოფია პიროგოვა (რუსეთი)

 

საერთო გუნდური ჩათვლა

1 რუსეთი           7      8      12     10     6

2 აზერბაიჯანი     3      3      1      2      4

3 ყაზახეთი         2      0      1      0      2

4 თურქეთი         1      4      8      7      6

5 საქართველო   1     1     5     8     7

6 ბულგარეთი      1      0      0      0      1

6 ჩერნოგორია      1      0      0      0      1

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115378