საქართველოს მორაგბეთა საუნივერსიტეტო 7-კაცა ნაკრები, ყაზანში მიმდინარე უნივერსიადის პირველ მატჩში ბელგიასთან 0:26 დამარცხდა.
იმის გათვალისწინებით, რომ ჯგუფიდან მეოთხედგინალში მხოლოდ ორი გუნდი გადის, ზაზა ლეჟავას შეგირდებს პლეი ოფში მოხვედრის თეორიული შანსიღა დარჩათ. დღეს ქართველი სტუდენტები მეორე მატჩს 15:36 საათზე დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ გამართავენ, რომელმაც B ჯგუფის მეორე მატჩში მალაიზია 59:5 გაანადგურა.
ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში ქართველები მალაიზიელთა წინააღმდეგ ხვალ, 11:50 საათზე ითამაშებენ. ქართველ სტუდენტებს ყაზანში ჯერჯერობით არცერთი მედალი არ მოუგიათ.