ფეხბურთი

11:51 | 6.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერმა შჩესნი 20000 გირვანქათი დააჯარიმა

ლონდონის “არსენალის” თავკაცმა არსენ ვენგერმა პოლონეთის ეროვნული ნაკრების მეკარე ვოიცეხ შჩესნი ახალ წელს “საუთჰემპტონთან” სტუმრად (0:2) წაგებული მატჩის შემდეგ სიგარეტის მოწევის გამო 20000 გირვანქათი დააჯარიმა.

აღნიშნული ინციდენტი “მეთოფეთა” მეკარისთვის” უცხო არაა. 2013 წელს შჩესნი თამბაქოს მოხმარების დროს ორჯერ შეამჩნიეს. როგორც ჩანს პოლონელს მავნე ჩვევა ჰქონია და ვენგერმაც შესაბამისი ზომები მიიღო.

მართალია, 24 წლის გოლკიპერმა ბოდიში მოიხადა, მაგრამ სასჯელი მაინც არ ასცდა. 4 იანვარს ფეხბურთის ასოციაციის თასზე “ჰალ სიტის” წინააღმდეგ პოლონელის ადგილი დავიდ ოსპინამ დაიკავა. შჩესნი ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნული შეხვედრისთვის 18-კაციან განაცხადშიც არ შეიყვანა და შესაძლოა პოლონელმა “მეთოფეთა” რამდენიმე მატჩიც გამოტოვოს.

0.112831