ჩოგბურთი

11:35 | 1.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

პეტრა კვიტოვას წარმატებული სტარტი

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში მიმდინარე china open-ზე, რეიტინგის მე-3 ნომერმა, ჩეხმა პეტრა კვიტოვამ პირველი გამარჯვება იზეიმა. ევროპელმა რეიტინგის 28-ე ნომერი, ჩინელი შუაი პენგი დაამარცხა (6:4, 6:2). კვიტოვამ ოთხი ბრეიკი შეასრულა. მატჩი საათსა და 7 წუთს გაგრძელდა.

China open-ის საპრიზო ფონდი 2100000 ამერიკულ დოლარს შეადგენს.

მერვედფინალში ჩეხის მეტოქე ამერიკელი ვენუს უილიამსი იქნება. ურთიერთშეხვედრებში პეტრა ლიდერობს – 5:1

შეგახსენებთ, რომ პეტრა კვიტოვა რამდენიმე დღის წინ ვუჰანის ტურნირის გამარჯვებული გახდა.

0.114971