ესპანური “ვალენსიას” შემტევი პაბლო პიატი, “რეალთან” მატჩში მიღებული ტრავმის გამო, 4-6 კვირა იუქმებს.
25 წლის ფეხბურთელმა ტრავმა “რეალთან” გამართული დაპირისპირების პირველ ტაიმში მიიღო. Marca-ს ცნობით, მარცხენა ფეხის დაზიანების გამო მას 4-დან 6 კვირამდე გაუცდება.