ფეხბურთი

19:39 | 5.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონამ” სუბისარეტა დაითხოვა

“ბარსელონამ” კლუბის აწ უკვე ყოფილ სპორტულ დირექტორთან ხელშეკრულება გაწყვიტა. ეს ინფორმაცია კატალონიელებმა ოფიციალურად დაადასტურეს.

ანდონი სუბისარეტა “ბარსელონას” სპორტული დირექტორი 2010 წლიდან იყო. ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობა მისი მუშაობით უკმაყოფილებას იმის გამო გამოთქვამდა, რომ სუბისარეტას საქმიანობამ “ბარსელონა” ტრანსფერების აკრძალვამდე მიიყვანა. როგორც იცით, FIFA-ს მიერ დაკისრებული სასჯელის გამო, კატალონიელებს ფეხბურთელების 2016 წლის იანვრამდე დამატება აკრძალული აქვთ.

0.110726