სენეგალის ეროვნული ნაკრების და “საუთჰემპტონის” შემტევი სადიო მანე აფრიკის ეროვნებათა თასის გათამაშებაზე მონაწილეობას ტრავმის გამო ვერ მიიღებს. აღნიშნული ინფორმაცია “წმინდანების” თავკაცმა რონალდ კუმანმა დაადასტურა.
“სადიოს ფეხის კუნთის ტრავმა აქვს. მანეს 4-დან 6 კვირის განმავლობაში უქმობა მოუწევს. შემტევი აფრიკის ეროვნებათა თასზე ვერ ითამაშებს”, – განაცხადა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.
მანემ ტრავმა ლონდონის “არსენალის” წინააღმდეგ მოგებულ (2:0) პრემიერლიგის მე-20 ტურის მატჩში მიიღო. აფრიკის თასი სტარტს 17 იანვარს აიღებს და 8 თებერვალს დასრულდება.