ფეხბურთი

13:37 | 5.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“რომას” კეიტასთვის კონტრაქტის გახანგრძლივება სურს

იტალიური მედიის ინფორმაციით, “რომა” მზადაა მალელ ცენტრალურ ნახევარმცველ სეიდუ კეიტას კონტრაქტი გაუხანგრძლივოს. 34 წლის ფეხბურთელს “მგლებთან” ხელშეკრულება 2015 წლის 30 ივნისს უმთავრდება.

მიმდინარე სეზონში კეიტამ რომაული გუნდის მაისურით 19 შეხვედრა ჩაატარა და თავი თითო-თითო გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა. მალელი მოედანზე საშუალოდ 73 წუთს ატარებს და რუდი გარსიას ერთერთ საყრდენ ფეხბურთელად ითვლება.

კეიტა “რომას” 2014 წლის ზაფხულში “ვალენსიიდან” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. იტალიურ კლუბს მალელისთვის კონტრაქტის გახანგრძლივება კი სურს, მაგრამ საბოლოო სიტყვა კეიტაზეა.

0.119174