ფეხბურთი

13:14 | 5.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

კაშია და ყაზაიშვილი ალიკანტეში “ანდერლეხტთან” ისპარინგებენ

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი არნემის “ვიტესთან” ერთად ზამთრის მოსამზადებელ პერიოდს ესპანეთში გაივლიან.

არნემელები ქალაქ ალიკანტეში ორშაბათს გაემგზავრნენ. გუნდთან ერთად არაა ცენტრალური მცველი არნოლდ კრესვეიკი, რომელიც პირველ წრეში სასტარტო შემადგენლობაში მოსახვედრად კაშიას მთავარი კონკურენტი იყო.

“ვიტესის” პრესსამსახურს კრეისვიკის არყოფნის მიზეზი არ დაუკონკრეტებია. თუმცა, ამ მცველმა ტრავმის გამო გასულ თვეში რამდენიმე თამაში გამოტოვა.

არნემელები ალიკანტეში 10 იანვრამდე დარჩებიან, ხოლო 9 იანვარს ამხანაგურ მატჩს ბელგიის “ანდერლეხტთან” ჩაატარებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114565