Daily mirror -ის ცნობით, “ლივერპულის” ხელმძღვანელობა მზადაა ფრანგულ “ლილში” განათხოვრებული ბელგიელი თავდამსხმელი დივოკ ორიჯი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში “მერსისაიდელთა” რიგებში დაბრუნოს.
ორიჯი “ლივერპულმა” გასულ ზაფხულში “ლილიდან” შეიძინა და მეტი სათამაშო დროის გამო სეზონის ბოლომდე ფრანგულ კლუბშივე გაანათხოვრა.
მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში ბელგიელმა ფეხბურთელმა “ლილის” მაისურით 25 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 4 გოლი და თანაგუნდელებს 3-ჯერ გაატანინა.