ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსმა” გასვლით მატჩში “ნიუ იორკ ნიქსს” 95:82 მოუგო.“მილუოკმა” მეტოქე ოთხივე პერიოდში დაამარცხა.
ზაზა სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 31 წუთი დაჰყო. ფაჩულიამ გუნდს 16 ქულა, 14 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა შესძინა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 12-დან 6 ორქულიანი ჩააგდო და 4-დან ოთხივე საჯარიმო სროლა გამოიყენა. “მილუოკის” ცენტრმა 4 პერსონალური ჯარიმა მიიღო და ბურთი ორჯერ დაკარგა. ზაზას მოედანზე ყოფნის პერიოდში, “მილუოკმა” მეტოქეს 8 ქულით მეტი ჩაუგო. ზაზა "მილუოკელთა" შორის საუკეთესოდ დაასახელეს.
ისიც უნდა ითქვას, რომ “ნიუ იორკს” მუხლის ტრავმის გამო გუნდის ლიდერი კარმელო ენტონი აკლდა.
ჯეისონ კიდის შეგირდებს 18 მოგება და 17 წაგება დაუგროვდათ, “მილუოკი” აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა.
მატჩის საუკეთესო მომენტები, სადაც ზაზას ორი პასიც შევიდა