ფეხბურთი

0:51 | 5.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

შოთა გრიგალაშვილის გოლი და შვიდივე ქართველი სასტარტოში

ქართველმა ფეხბურთელმა შოთა გრიგალაშვილმა, რომელიც დეკემბრის მიწურულს ნიქოზიის “ომონიადან” “ნეა სალამინაში” გადავიდა, ახალი გუნდის მაისურით პირველივე თამაშში გოლი გაიტანა.

გრიგალაშვილი აშნას “ეთნიკოსთან” გასვლით მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იყო და 43-ე წუთზე ანგარიშუ გახსნა, მასპინძლებმა კი წონასწორობა მატჩის მიწურულს აღადგინეს.

შოთა 69-ე წუთზე შეცვალეს, მისმა გუნდმა კი 14 ქულით მე-9 პოზიცია შეინარჩუნა.

გუშინვე ირაკლი მაისურაძის და გიორგი აბურჯანიას “ანორთოსისმა” “ერმისი” 2:0 დაამარცხა და 22 ქულით მე-6 პოზიციაზე იმყოფება. ქართველმა ფეხბურთელებმა შეუცვლელად ითამაშეს.

ამავე ტურში უგოლო ყაიმით დასრულდა ნიქოზიის “დოქსას” და “ოთელოსის” მატჩი. სტუმართა მაისურით როინ კვასხვაძე და ლევან ხმალაძე შეუცვლელად გაისარჯნენ, ელგუჯა გრიგალაშვილმა კი მინდორი 93-ე წუთზე დატოვა. ქართველთა კლუბი 12 ქულით მე-10 პოზიციაზეა.

ძირითად შემადგენლობაში იყო კვიპროსის ჩემპიონატში მოთამაშე კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი უჩა ლობჟანიძე. მისმა “ომონიამ” ლარნაკაში აეკ-ი 3:1 დაამარცხა და 25 ქულით მე-5 საფეხურზე დამკვიდრდა. ლობჟანიძემ შეუცვლელად ითამაშა.

0.108123