კალათბურთი

23:52 | 4.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას 12 ქულა და “ლაბორალ კუჩას” 35-ქულიანი გამარჯვება

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-15 ტურში იოლი გამარჯვება იზეიმა თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩამ”. ბასკურმა კლუბმა მადრიდული “ესტუდიანტესი” 94:59 გაანადგურა და 7 მოგებით მე-11 პოზიციაზე აინაცვლა.

ქართველი ფორვარდი გამარჯვებულთა რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ. შენგელია სასტარტო ხუთეულში გახლდათ და 21:25 წუთში 12 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარება მოაგროვა.

თორნიკემ 6-დან 5 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.

“ლაბორალ კუჩა” ესპანეთის ჩემპიონატში მორიგ მატჩს 11 იანვარს მადრიდში “რეალთან” გამართავს, მანამდე კი, 8-ში, ევროლიგის ეგიდით მოსკოვში ცსკა-ს გაეჯიბრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114659