ფეხბურთი

19:11 | 4.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტორესის წარდგენას 40 000 კაცი დაესწრო

40 000 გულშემატკივარი დაესწრო “ვისენტე კალდერონზე” ფერნანდო ტორესის პრეზენტაციას. “ლივერპულის” და “ჩელსის” ყოფილი თავდამსხმელი “ატლეტიკოში” დაბრუნდა და 19-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

ფერნანდო ტორესი 2001-წლიდან 2007-წლამდე “ატლეტიკოს” ღირსებას იცავდა. სადაც 214 მატჩში 82 გოლი აქვს გატანილი. “ლივერპულში” 102 მატჩში 65 გოლი გაიტანა და “ჩელსიში” 110 მატჩში მეტოქე მხოლოდ 20-ჯერ დაამწუხრა.

0.207309