კალათბურთი

13:25 | 4.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

აღმოსავლეთს “ატლანტა” ლიდერობს, “ჰიუსტონმა” “მაიამის” 36 ქულით მოუგო

ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გამთენიისას 8 მატჩი გაიმართა.

“ჩიკაგო” შინ ბოსტონს დაუხვდა. მატჩის ძირითადი დრო 99:99 დასრულდა. ოვერტაიმი როუზისა და გასოლის წყალობით “ჩიკაგომ” 10:5 მოიგო და საბოლოოდ “ხარებმა” 109:104 იმარჯვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე პო გასოლი გახლდათ (29 ქულა, 16 მოხსნა). “ჩიკაგო” 24 მოგებით და 10 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა, ხოლო “ბოსტონი” ამავე კონფერენციაში მეათე ადგილს იკავებს.

“მაიამი ჰიტი” ჰიუსტონში ადგილობრივ კლუბთან 79:115 განადგურდა. “ჰიუსტონმა” მესამე პერიოდი მაიამელებს 22-ქულიანი სხვაობით- 33:11 მოუგო. ტეხასელების რიგებში ტრადიციულად საუკეთესო ჯეიმს ჰარდენი გახლდათ 28 ქულით. დუაიტ ჰოვარდმა ორმაგი დუბლი შეასრულა - 23 ქულა და 13 მოხსნა.

“სან ანტონიომ” შინ “ვაშინგტონ ვიზარდს” 101:92 სძლია. ჩემპიონებმა პირველი პერიოდი 4 ქულით დათმეს, ხოლო შემდგომ სამ პერიოდში იმარჯვეს და მიმდინარე სეზონში 21-ე გამარჯვება იზეიმეს. ისიც უნდა ითქვა, რომ “სან ანტონიო” ტონი პარკერის და კავაი ლეონარდის გარეშე თამაშობდნა - ორივე ტრავმირებულია.

“ლოს ანჯელეს კლიპერსმა” საკუთარ დარბაზში “ფილადელფია” 127:91 გაანადგურა. მატჩის ბედი პირველსავე პერიოდში გადაწყდა.

“ატლანტა ჰოუქსმა” გასვლით მატჩში “პორტლენდ ბლეიზერსი” 115:107 დაამარცხა. ჯორჯიელებმა აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზე გადაინაცვლეს. მატჩის საუკეთესო მექულე ლამარკუს ოლდრიჯი გახლდათ 30 ქულით. “არწივების” რიგებში საუკეთესოები მილსაპი (27 ქულა) და ტიგი (22 ქულა) იყვნენ. “ატლანტამ” ბოლო 20 მატჩიდან 18 მოიგო. ზაზა ფაჩულიას ყოფილ გუნდს 25 მოგება და 8 წაგება დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში ერთპიროვნული ლიდერი გახდა.

“ორლანდო მეჯიქი” – “შარლოტ ჰორნეტსი” 90:98 (20:22, 9:30, 25:18, 36:28)

“ორლანდო”: ოლადიპო (21 ქ.), ვუჩევიჩი (20 ქ. 10 მ.), ჰარისი (18 ქ. 11 მ.), ფურნიე (9 ქ.), ფეიტონი (7 ქ. 7 პ.), გორდონი (5 ქ.), რიდნური (4 ქ.), დედმონი (3 ქ.), ო’ქუინი (3 ქ.)

“შარლოტი”: უოლკერი (30 ქ. 7 მ. 6 პ.), კიდ-გილჩისტერი (17 ქ. 12 მ.), ნილი (16 ქ.), ზელერი (12 ქ. 7 მ.), ჰენდერსონი (9 ქ.), უილიამსი (9 ქ. 9მ.), რობერტსი (2 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=HL7vzY2h9JE

“ჩიკაგო ბულზი” – “ ბოსტონ სელტიკსი” 109:104 (17:23, 29:17, 23:29, 30:30, ო.ტ. 10:5)

“ჩიკაგო”: გასოლი (29 ქ. 16 მ.), ბრუქსი (19 ქ.), როუზი (12 ქ.), გიბსონი (12 ქ.), მიროტიჩი (10 ქ. 8 მ.), ნოა (8 ქ. 12 მ.), მური (8 ქ.), ჰაინრიხი (8 ქ.), სნელი (3 ქ.)

“ბოსტონი”: ტარნერი (29 ქ.), ბრედლი (17 ქ.), სალინჯერი (16 ქ. 16 მ.), გრინი (11 ქ. 9 მ.), ზელერი (10 ქ.), კრაუდერი (10 ქ.), სმარტი (4 ქ.), ვრაიტი (2 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=bTidadvYW3U

“ჰიუსტონ როკეტსი” – “მაიამი ჰიტი” 115:79 (23:27, 38:22, 33:11, 21:19)

“ჰიუსტონი”: ჰარდენი (28 ქ.), ჰოვარდი (23 ქ. 13 მ.), სმიტი (12 ქ.), მონტეიუნასი (12 ქ.), ბრიუვერი (11 ქ.), ბევერლი (11 ქ.), ტერი (6 ქ.), ქენანი (8 ქ.), პაპნიკოლაუ (2 ქ.), არიზა (2 ქ.)

“მაიამი”: უეიდი (15 ქ.), ბოში (15 ქ.), ვაიტსაიდი (14 ქ.), დენგი (10 ქ. 6 მ.), ენისი (7 ქ.), კოული (6 ქ.), გრეინჯერი (5 ქ.), ჩელმერსი (3 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=Er8lM12P680

“მინესოტა ტიმბერვულვზი” – “იუტა ჯაზი” 89:101 (21:20, 20:27, 20:30, 28:24)

“მინესოტა”: უიგინსი (20 ქ.), უილიამსი (20 ქ.), დიენგი (10 ქ.), მუჰამადი (8 ქ.), იანგი (7 ქ.), ბენეტი (7 ქ.), რობინსონი (2 ქ.), ადრიენი (2 ქ.)

“იუტა”: ბარკი (28 ქ. 6 მ.), ფეივორსი (15 ქ. 8 მ.), გობერტი (13 ქ. 11 მ.), ჰეივორდი (9 ქ.), კლარკი (9 ქ.), ევანსი (9 ქ.), ბუკერი (8 ქ. 15 მ.), ინგლესი (7 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=2OuCN5D3pGk

“სან ნატონიო სპურსი” – “ვაშინგტონ ვიზარდსი” 101:92 (31:35, 27:23, 20:19, 23:15)

“სან ანტონიო”: ჯოზეფი (19 ქ.), სპლიტერი (16 ქ.), დიაო (14 ქ.), მაილსი (15 ქ.), ბელინელი (12 ქ.), გრინი (10 ქ. 6 მ.), ჯინობილი (5 ქ.), ბაინესი (4 ქ.), ანდერსონი (2 ქ.)

“ვაშინგტონი”: უოლი (15 ქ. 8 პ.), ბილი (15 ქ.), ნენე (12 ქ.), გორტატი (12 ქ.), პორტერი (11 ქ.), ჰამფრიზი (10 ქ. 8 მ.), სერაფინი (9 ქ.), პირსი (5 ქ.), ბატლერი (3 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=XwHrycHQn2M

“დენვერ ნაგეტსი” – “მემფის გრიზლი” 114:85 (32:22, 17:16, 34:22, 31:25)

“დენვერი”: ლოუსონი (25 ქ. 11 პ.), აფლალო (23 ქ.), ჩენდლერი (15 ქ.), ფარიდი (13 ქ. 13 მ.), ჰოკსონი (11 ქ.), ნურკიჩი (11 ქ.), მოზგოვი (4 ქ.), რობინსონი (2 ქ.), ჯი (2 ქ.), ჰარისი (2 ქ.), გრინი (2 ქ.)

“მემფისი”: გასოლი (18 ქ.), ლეური (10 ქ.), კონლი (8 ქ.), ლი (7 ქ.), სტოკსი (7 ქ.), კარტერი (5 ქ.), კუფოსი (6 ქ.), კალატესი (4 ქ.), პრინსი (2 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=WCvR9FTXWsw

“პორტლენდი” – “ატლანტა ჰოუქსი” 107:115 (20:29, 29:23, 26:31, 32:32)

“პორტლენდი”: ოლდრიჯი (30 ქ. 12 მ.), მეთიუსი (19 ქ.), ბატუმი (16 ქ.), ლილარდი (16 ქ.), ვრაიტი (10 ქ.), ბლეიკი (5 ქ.), ფრილენდი (4 ქ.), კამანი (2 ქ.)

“ატლანტა”: მილსაპი (27 ქ.), ტიგი (22 ქ. 6 პ.), კორვერი (14 ქ. 8 მ.), სეფალოშა (13 ქ. 12 მ.), ჰორფორდი (13 ქ.), ქეროლი (11 ქ. 9 მ.), ანტიჩი (10 ქ.), შროდერი (5 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=BYneeQSf9Ys

“ლოს ანჯელეს კლიპერსი” – “ფილადელფია 76” 127:91 (34:21, 28:32, 26:21, 39:17)

“კლიპერსი”: პოლი (24 ქ. 12 პ.), რედიკი (17 ქ.), გრიფინი (15 ქ.), ფარმარი (13 ქ.), კროუფორდი (12 ქ.), ბალოკი (10 ქ.), დევისი (8 ქ.), ბარნსი (7 ქ.), ჰეივსი (7 ქ.), ჯორდანი (7 ქ. 10 მ.), კანინგჰემი (3 ქ.),

“ფილადელფია”: როტენი (27 ქ. 7 პ.), კოვინგტონი (23 ქ.), მბა ა მუტე (14 ქ.), ნოელი (7 ქ.), მაკდენიელსი (4 ქ.), ალდემირ (3 ქ.), სიმსი (2 ქ.), გრანტი (1 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=QbGmVcgk6ZM

0.122353