ფეხბურთი

11:59 | 4.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სელტას” 666 უგოლო წუთი

ესპანეთის პრიმერადივიზონის მე-17 ტურში “სელტა” სტუმრად, “სევილიასთან” 0:1 დამარცხდა პარეხას გოლით. გალისიურ კლუბს, ზედიზედ მეშვიდე მატჩია, პრიმერადივიზიონში გოლი ვერ გააქვს.

“სელტამ” პრიმერაში ბოლოს “ნოუ კამპზე”, 1 ნოემბერს, “ბარსელონას” გაუტანა. ვიგოელთა რიგებში თავი თავდამსხმელმა ხოაკინ ლარივეიმ გამოიჩინა და “ბარსა” სენსაციურად, 0:1 დამარცხდა. ამრიგად, 666 წუთია, “სელტას” ესპანეთის ჩემპიონატში გოლი არ გაუტანია. მიუხედავად ამისა, ვიგოელები ცხრილში მე-8 ადგილზე იმყოფებიან.

0.113747