საქართველოს რაგბის კავშირმა 2015 წელს დაგეგმილი სარაგბო ღონისძიებების კალენდარი გამოაქვეყნა, სადაც თვალნათლივ სჩანს, რომ ქომაგს წინ ბევრი საინტერესო მოვლენა ელის.
გადაწყდა, რომ თბილისის თასზე კვლავაც ურუგვაი, “მზარდი ირლანდია” და “მზარდი იტალია” ითამაშებენ. საინტერესოა ისიც, რომ მსოფლიო თასისთვის მზადების ციკლში, სექტემბერში, ინგლისში, “ბორჯღალოსნები” სპარინგ-მატჩებს კანადასთან და იაპონიასთან ჩაატარებენ.
ქართული რაგბის 2015 წლის კალენდარი:
“ბორჯღალოსნები” – ევროპის ერთა თასი 2015
გერმანია – საქართველო 07/02/15, ჰოიზენშტამი
საქართველო – პორტუგალია 14/02/15, თბილისი
ესპანეთი – საქართველო 28/02/15, მადრიდი
საქართველო – რუსეთი 14/03/15, თბილისი
რუმინეთი – საქართველო 21/03/15, ბუქარესტი
“ბორჯღალოსნები” – თბილისის თასი 2015
სამატჩო დღეები: 13, 17 და 21 ივნისი;
გუნდები: საქართველო, ურუგვაი, “მზარდი ირლანდია”, “მზარდი იტალია”
“ბორჯღალოსნები” – სპარინგ მატჩები
საქართველო – კანადა 02/09/15, ინგლისი
საქართველო – იაპონია 05/09/15, ინგლისი
“ბორჯღალოსნები” – მსოფლიო თასი 2015
ტონგა – საქართველო 19/09/15, გლოსტერი, ინგლისი
არგენტინა – საქართველო 25/09/15, გლოსტერი, ინგლისი
ახალი ზელანდია – საქართველო 02/10/15, კარდიფი, უელსი
ნამიბია – საქართველო 07/10/15, ექსეტერი, ინგლისი
“მზარდი საქართველოს” სპარინგ-სერია 2015
3 და 7 ივნისს, “მზარდ საქართველოსთან” ორმატჩიანი სპარინგ-სერიის გასამართად უელსის საშინაო პირველობის უმაღლესი დივიზიონის (Welsh Premier Division) სელექცია ჩამოვა.
20-წლამდე “ბორჯღალოსნები”
12 მაისიდან 24 მაისამდე პორტიგალიაში გაიმართება მეორე დონის მსოფლიო პირველობა 20 წლამდე მორაგბეთა შორის – “მსოფლიო ახალგაზრდული ალაფა”, რომელშიც საქართველოს ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე ურუგვაის, ფიჯისა და პორტუგალიის თანატოლთა ნაკრებებს დაუპირისპირდება.
19-წლამდე “ბორჯღალოსნები”
“რაგბი ევროპის” ევროპის ჩემპიონატი 2015 – ოქტომბერი (ადგილი დადგინდება)
18-წლამდე “ბორჯღალოსნები”
“რაგბი ევროპის” 2015 წლის ჩემპიონატის ელიტ დივიზიონის გათამაშება – 26 მარტი-5 აპრილი 2015, ტულუზა, საფრანგეთი
7-კაცა 2015 წლის ევროპის გრან-პრის სერია
6-7 ივნისი – ლიონის ეტაპი, 13-14 ივნისი – მოსკოვის ეტაპი, 4-5 ივლისი – მანჩესტერის ეტაპი, 11-12 ივლისი – ბუქარესტის ეტაპი
7-ქალა 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის “ა” დივიზიონი
საქართველოს ქალთა ნაკრები (7-ქალა) მონაწილეობას მიიღებს ევროპის ჩემპიონატის “ა” დივიზიონის გათამაშებაში, რომელიც 30-31 მაისს, კაუნასში (ლიტვა) გაიმართება.