ფეხბურთი

20:15 | 10.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთის ნაკრები: მატუიდის ნაცვლად – გონალონსი

საფრანგეთის ნაკრებებში ცვლილებაა, ტრავმირებული ბლეზ მატუიდის ნაცვლად, დიდიე დეშამმა “მამლებში” “ლიონის” ნახევარმცველს, მაქსიმ გონალონსს უხმო.

გონალონსს საფრანგეთის ნაკრების მაისურით 6 შეხვედრა აქვს ჩატარებული., თუმცა ბოლოს მან იტალიის წინააღმდეგ, ამხანაგურ შეხვედრაში 2012 წლის ნოემბერში ითამაშა.

საფრანგეთის ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. დეშამის კრებული 14 ნოემბერს რენში ეთამაშება ალბანეთს, ხოლო 18-ში შვედეთს მიიღებენ მარსელში.

0.114784