ჩოგბურთი

22:23 | 1.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ესპანელთა წარუმატებლობა ახალი წლის პირველ დღეს

დღეს არაბთა გაერთიანებული საემიროების ქალაქ აბუ დაბიში Mubadala World Tennis Championship-ის საგამოფენო ტურნირის 2 მატჩი ჩატარდა. რეიტინგსიის მეექვსე ნომერმა, 27 წლის შოტლანდიელმა ენდი მარეიმ 6 წლით უფროს ესპანელ ფელისიანო ლოპესს (კლასიფიკაციაში სადღეისოდ მეთოთხმეტეა) 7:6, 5:7, 6:4 მოუგო.

დამარცხდა ტურნირის მონაწილე მეორე ესპანელიც. ნიკოლას ალმაგროს ავსტრალიის ღია პირველობის მოქმედმა ჩემპიონმა, შვეიცარიელმა სტენ ვავრინკამ 6:3, 6:2 სძლია.

0.114224