იტალიური “ნაპოლის” 23 წლის თავდამსხმელი ლორენცო ინსინიე დღეს ოპერაციას გაიკეთებს. ფეხბურთელმა ტრავმა კვირას, “ფიორენტინასთან” (1:0) მოგებულ შეხვედრაში მიიღო. ექიმების ვარაუდით, ინსინიეს 4-დან 6 თვემდე გაუცდება.
ლორენცო ინსინიე ბოლო დროს კარგ ფორმაში იყო, ეროვნულ ნაკრებში მის გამოძახებას ანტონიო კონტეც აპირებდა, თუმცა ფეხბურთელმა მძიმე დაზიანება მიიღო.