ფეხბურთი

18:23 | 10.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯანფრანკო ძოლას ბალოტელის იმედი აქვს

ლონდონის “ჩელსის” და იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ჯანფრანკო ძოლამ მარიო ბალოტელის შესახებ იტალიურ მედიასთან ისაუბრა.

ძოლას თქმით, ბალოტელის შეუძლია მნიშვნლოვანი მოთამაშე გახდეს, როგორც იტალიის ნაკრებისთვის, ისე “ლივერპულისთვის”.

“მარიოს კარიერაში ახლა კარგი ეტაპი არ დგას, მაგრამ მას შეუძლია მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდეს “ლივერპულისთვის” და გამოადგეს იტალიის ნაკრებსაც. მისი ტალანტი განუზომელია”, _ განაცხადა ძოლამ.

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ, მას შემდეგ რაც “სკუადრა აძურას” ჩაუდგა სათავეში, ბალოტელი პირველად მიიწვია ეროვნულ ნაკრები და ეს იმის მიუხედავად, რომ ფეხბურთელი ცუდ ფორმაში იმყოფება.

0.112338