თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩამ” წლის ბოლო მატჩი სარაგოსაში გამართა და გიორგი შერმადინის და ვიქტორ სანიკიძის ყოფილ გუნდთან 94:105 დამარცხდა.
ქართველი კალათბურთელი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 25:43 წუთში 12 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მოაგროვა.
შენგელიამ 5-დან 3 ორქულიანი და 3-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.
ბასკურ კლუბში 21 ქულით ყველაზე შედეგიანი ესპანელი ფერნანდო სან ემეტერიო იყო, ამერიკელმა მაიკ ჯეიმსმა 18 ქულა ჩააგდო, სლოვენიელმა მირზა ბეგიჩმა კი 14 ქულას 7 მოხსნა წაამატა.
“ლაბორალ კუჩამ” ესპანეთის ჩემპიონატში 6 მოგების წილ მე-8 მარცხი განიცადა და მე-12 ადგილამდე დაქვეითდა, მომდევნო მატჩს კი 4 იანვარს, შინ, მადრიდულ “ესტუდიანტესთან” გამართავს.
მანამდე, 2 იანვარს, შენგელია და მისი თანაგუნდელები ევროლიგის ეგიდით თურქულ “ანადოლუ ეფესს” დაუხვდებიან.