მადრიდის “რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს “მანჩესტერ იუნაიტედმა” ესპანელებს გარეთ ბეილის ტრანსფერზე მიმართა.
ბოლო დროს არაერთხელ გაიჟღერა ინფორმაციამ, რომლის თანახმადაც “წითელი ეშმაკები” “რეალის” უელსელი ვარსკვლავის ინგლისში დაბრუნებაზე სერიოზულად ფიქრობენ. გავრცელებული ცნობით, “მანჩესტერი” მზადაა ბეილში 150 მილიონი ევრო გადაიხადოს. თუმცა, თუ პერესს დავუჯერებთ, ტრანსფერი გამორიცხულია.
“არც “მანჩესტერ იუნაიტედისგან” და არც სხვა კლუბისგან წინადადება არ მიგვიღია. ბეილის ტრანსფერთან დაკავშირებით, რა თანხაზეც არ უნდა იყოს საუბარი, წინადადებებს არც კი მოვისმენთ.” – განაცხადა “რეალის” პრეზიდენტმა.