მადრიდული “ხეტაფე” ახალგაზრდა არგენტინელი ნახევარმცველით, ბრუნო ზუკულინით დაინტერესდა – იუწყება პორტალი Football Espana.
21 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებები “მანჩესტერ სიტის” ეკუთვნის, მაგრამ მიმდინარე სეზონში იჯარის წესით “ვალენსიაში” ასპარეზობს.
ბრუნო “ღამურების” შემადგენლობაში საერთოდ ვერ ხვდება და მიმდინარე ლა ლიგაში მხოლოდ 45 წუთი აქვს გატარებული მინდორზე. ესპანური პრესის ცნობით, არგენტინელი “ლოს ჩეს” მთავარი მწვრთნელის, ნუნუ ესპირიტო სანტოს გეგმებში არ შედის და დიდი ალბათობით საარენდო ხელშეკრულებას შეუჩერებენ.
ამ ეტაპზე ზუკულინის ადგილი არც ინგლისურ კლუბშია. შესაბამისად, “ხეტაფეს” ვარიანტი ახალგაზრდა მოთამაშისთვის ხელსაყრელი უნდა იყოს. მადრიდულ კლუბს არგენტინელის იჯარით აყვანა სეზონის ბოლომდე სურს.
შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ სიტიმ” ზუკულინი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში არგენტინული “რასინგიდან” 2.2 მილიონ ფუნტად გაიფორმა, ხოლო დაახლოებით ერთ თვეში “ვალენსიაში” გაანათხოვრა.