კალათბურთი

16:01 | 30.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

სანაძის 7 ქულა გონზაგელებთან

დუდა სანაძის “სან დიეგო” ტორეროსმა აშშ-ს სტუდენტურ ლიგაში მორიგი მატჩი სახელოვან გონზაგას უნივერსიტეტის გუნდთან გამართა და სენსაციის მოხდენა ვერ მოახერხა – 48:60. თამაშის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, რომელიც სტუმრებმა 35:20 მოიგეს.

სანაძე სათადარიგო იყო და 16 წუთში 7 ქულა, 1 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 5-დან 2 ორქულიანი და 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი არცერთხელ დაუკარგავს და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

“სან დიეგოს” მომდევნო მატჩი 1 იანვარს, კალიფორნიაში, “სან ფრანცისკოსთან” ელით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
1.083294