კალათბურთი

15:46 | 30.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ცქიტიშვილის მორიგი გაბრწყინება ლიბანში

ლიბანის ჩემპიონატის სტარტზე განცდილი 3 მარცხის შემდეგ, ნიკოლოზ ცქიტიშვილის “ჩემპვილმა” მიჯრით მე-2 მატჩი მოიგო და ამაში, ქართველი კალათბურთელის წვლილი უდიდესია.

ჩემპვილელები ბეირუთის “ჰომენეტმენს” დაუხვდნენ და ოვერტაიმში 79:77 სძლიეს, ცქიტიშვილი კი სასტარტო ხუთეულში იყო და დამატებითი დროის ჩათვლით, შეუცვლელად, 45 (!) წუთს ითამაშა.

ნიკოლოზის მონაგარი 29 ქულა, 14 მოხსნა (6 მეტოქის ფარზე), 1 პასი, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება იყო. ქართველმა ფორვარდმა 7-დან 6 ორქულიანი, 8-დან 3 სამქულიანი და 9-დან 8 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.

სკიტას სარგებლიანობის კოეფიციენტმა 40-ს უწია და გასაკვირი არაა, რომ ის მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

“ჩემპვილმა” 2 მოგებით და 3 მარცხით 8-გუნდიან ლიგაში მე-4 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო შეხვედრა კი უკვე გაისად, 4 იანვარს, სტუმრად “ტადამონთან” ელის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117033