ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსმა” გასვლით მატჩში მაიკლ ჯორდანის “შარლოტ ჰორნეტსს” ოვერტაიმით 104:94 მოუგო.
ფაჩულია სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 28 წუთი დაჰყო. ზაზამ გუნდს 15 ქულა, 4 მოხსნა და ერთი პასი შესძინა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 7-დან 6 ორქულიანი ჩააგდო და 4-დან 3 საჯარიმო სროლა გამოიყენა. ფაჩულიამ 3 პერსონალური ჯარიმა მიიღო და ამდენჯერვე ბურთი დაკარგა.
“მილუოკელთა” რიგებში საუკეთეო ბრენდან ნაითი (18 ქულა) იყო, რომელმაც გუნდს ოვერტაიმი მოუპოვა და შემდეგ დამატებით დროშიც კარგად გაისარჯა.
“მილუოკი” 16 მოგებით და ამდენივე წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა.
https://www.youtube.com/watch?v=huto4f26SSI