ფეხბურთი

21:22 | 29.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერს” ანდერ ერერა დაუბრუნდა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ესპანელი ნახევარმცველი ანდერ ერერა გამოჯანმრთელდა და ის მომდევნო შეხვედრაში სათამაშოდ მზადაა. ამ ინფორმაციას “წითელი ეშმაკების” მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი ავრცელებს.

ერერას 14 დეკემბრის შემდეგ არ უთამაშია. მას შემდეგ, მისმა გუნდმა 3 თამაში ჩაატარა, რომელთაგან 1 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა. მანჩესტერელებს მორიგი თამაში პირველ იანვარს, “სტოკ სიტისთან” აქვთ.

0.127983