იტალიელი ჟურნალისტების ვარაუდით, ფლორენციის “ფიორენტინას” “ჯენოას” 23 წლის ნახევარმცველის ანდრეა ბერტოლაჩის შეძენა სურს. ფლორენციელი “იები” ვეტერანი ჩილელი ფეხბურთელის დავიდ პიზაროს შემცვლელს ეძებენ, რომელიც უკვე ასაკშია. სწორედ “როსობლუს” ფეხბურთელით აპირებს ვინჩენცო მონტელა ჩილელის შეცვლას მომავალ სეზონში.
ანდრეა ბერტოლაჩი მიმდინარე სეზონში კარგად ასპარეზობს. წლეულს, სერია A-ში მან 12 შეხვედრაში ერთი გოლის გატანა შეძლო. “ჯენოას” ღირსებას კი 2012 წლიდან იცავს. ბერტოლაჩი “რომას” სკოლის აღზრდილი გახლავთ. ცოტა ხნის წინ, მისი დებიუტი იტალიის ნაკრებშიც შედგა.