ფეხბურთი

19:13 | 29.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

მოიესი “ლივერპულის” ფეხბურთელით ინტერესდება

სან სებასტიანის “რეალ სოსიედადის” შოტლანდიელ თავკაცს დევიდ მოიესს ბასკეთში ინგლისური “ლივერპულის” 20 წლის ნახევარმცველის ემრე ჩანის ჩაყვანა სურს. ამის შესახებ ინფორმაციას “დეილი მირორი” ავრცელებს. თურქული ფესვების მქონე გერმანელი ფეხბურთელი “ენფილდზე” მიმდინარე სეზონის წინ ჩაირიცხა, თუმცა გუნდის ძირითადი შემადგენლობის მუდმივ წევრად ჯერჯერობით ვერ ჩამოყალიბდა. პრემიერლიგაში მან მხოლოდ 7 მატჩში ითამაშა და ერთადერთი გოლი ჩაიწერა აქტივში.

ემრე ჩანმა გასული სეზონი “ლევერკუზენში” წარმატებულად ჩაატარა და სწორედ იქიდან მიიპყრო “ლივერპულის” ყურადღება.

0.116691