ფეხბურთი

18:15 | 29.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

კრიხოვიაკი: “ერთ-ერთ ინგლისურ გუნდს შევუთანხმდი”

“სევილიას” პოლონელი ნახევარმცველი გჟეგოჟ კრიხოვიაკი ადასტურებს, რომ კარიერას ინგლისურ გუნდში განაგრძობს, მაგრამ არ აკონკრეკტებს რომელში.

“ინგლისურ კლუბთან შეთანხმებას უკვე მივაღწიე, მაგრამ ჯერ არ მინდა გავამხილო რომელთან, რადგან დარწმუნებული მხოლოდ მას შემდეგ ვიქნები, რაც კლუბები შეთანხმდებიან.” – აცხადებს კრიხოვიაკი.

გავრცელებული ინფორმაციით, 24 წლის შუახაზელის დამატების სურვილს “არსენალი”, “ნიუკასლი” და “საუთჰემპტონი” გამოთქვამენ.

0.113232