ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა, დეკემბრის საუკეთესო მწვრთნელად “ვილიარეალის” თავკაცი, მარსელინიო ტორალი დაასახელა.
“ვილიარეალმა” დეკემბერში ჩატარებულ სამივე შეხვედრაში იმარჯვა.“ყვითელმა წყალქვეშა ნავებმა” შინ “დეპორტივო” (3:0) და “სოსიედადი” (4:0) გაანადგურეს, ხოლო გასვლაზე მოქმედი ჩემპიონი “ატლეტიკო” (1:0) დაამარცხეს.
ტორალის გუნდი 16 ტურის შემდეგ ლა ლიგაში 30 ქულით მე-5 ადგილზეა.