ფეხბურთი

23:26 | 28.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

 “ლივერპულს” ვლაარისა და დელფის შეძენა სურს

როგორც ინგლისური პრესა იუწყება, “ლივერპულს” რონ ვლაარისა და ფაბიან დელფის შეძენა სურს. “ასტონ ვილას” ფეხბურთელებში კლუბი 15 მილიონი სტერლინგის გადახდას აპირებს.

ხსენებულ ფეხბურთელებს “ასტონ ვილასთან” კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდებათ, თუმცა შესაძლოა ზაფხულამდე მოირგონ სხვა კლუბის მაისური.

როგორც რონ ვლაარმა, ასევე ფაბიან დელფიმ პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 11 შეხვედრა ჩაატარეს. ისინი რამდენიმე სეზონია, იცავენ “ვილა პარკის” ბინადართა ღირსებას და მათ შესაძლო ტრანსფერზე აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა ცნობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116364