დუდა სანაძის “სან დიეგო ტორეროსმა” სეზონისწინა მატჩები მოითავა და პირველ ოფიციალურ შეხვედრაში “პორტლენდთან” 58:61 წააგო.
ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 16 წუთი დაჰყო და გუნდს 5 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება შესძინა. სანაძემ 5-დან 2 ორქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.
სან დიეგოლები მომდევნო მატჩს ისევ შინ, 29 დეკემბერს, “გონზაგასთან” ჩაატარებენ.