ჩოგბურთი

18:45 | 28.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტონი ნადალი: “რაფას ფედერერის რეკორდის მოხსნა შეუძლია”

რაფაელ ნადალის ბიძამ და მწვრთნელმა ტონი ნადალმა განაცხადა, რომ მის ძმიშვილს შეუძლია როჯერ ფედერერის რეკორდის გაუმჯობესება.

“ბედნიერება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რეკორდის მოხსნა, თუმცა, თუ რაფაელს ტრავმები არ შეაწუხებს, არ გამიკვირდება, ფედერერის რეკორდი რომ გააუმჯობესოს. ვფიქრობ, შესაძლებელია დიდი სლემის 17 ტურნირზე მეტის მოგება. დიახ, ეს რეალურია, თუმცა, რა თქმა უნდა, მარტივი არაა.”- განაცხადა ტონი ნადალმა.

როჯერ ფედერერს 17 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული, რაფაელ ნადალს კი 14. ნადალი 28 წლისაა.

0.114338