ფეხბურთი

15:59 | 28.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ინტერმა ატლეტიკოს ბოდიში მოუხადა

მადრიდის “ატლეტიკომ” მილანის “ინტერს” ალესიო ჩერჩის ტრანსფერთან დაკავშირებით წერილობითი გაფრთხილება გაუგზავნა.

“ატლეტიკო” “მილანს” ჩერჩის ფერნანდო ტორესში გაცვლაზე შეუთანხმდა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ 27 წლის იტალიელის მიმართ ინტერესს “ინტერიც” იჩენდა და მადრიდული კლუბის გვერდის ავლით ჩერჩისთან მოლაპარაკებას ცდილობდა.

საბოლოოდ, ჩერჩი “მილანში” გადასვლას დათანხმდა, ხოლო “ინტერის” გენერალურმა დირექტორმა მარკო ფასონემ საჯაროდ ბოდიში მოიხადა.

0.120833