ფეხბურთი

14:58 | 28.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სოსიედადი” პრემიერლიგურ ტრიოს აკვირდება

სან-სებასტიანის “რეალ სოსიედადი” პრემიერლიგაში მოთამაშე სამ ფეხბურთელს აკვირდება – იუწყება პორტალი Football Espana.

ბასკური კლუბის მთავარი მწვრთნელი, დევიდ მოიესი არსებული კადრებით უკმაყოფილოა და ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გაძლიერებას გეგმავს. ზემოთ აღნიშნული ვებგვერდის ცნობით, შოტლანდიელი სპეციალისტი, ჩარლი ადამით (“სტოკი”), ემრე ჩანითა (“ლივერპული”) და ადნან იანუზაით (“მანჩესტერ იუნაიტედი”) ინტერესდება.

მოიესის უპირველესი სამიზნე ჩანი და იანუზაი არიან, რომელთა იჯარით აყვანა სეზონის ბოლომდე სურს შოტლანდიელს. იმ შემთხვევაში, თუ ჩანის გადმოყვანა ვერ მოხერხდა, “ჩური ურდინი” ადამის ტრანსფერზე დაიწყებს მუშაობას, ხოლო იანუზაის ალტერნატივაზე ჯერ-ჯერობით არაფერი თქმულა.

შეგახსნებთ, რომ 16 ტურის შემდეგ “სოსიედადი” ლა ლიგაში 15 ქულით მე-14 ადგილზეა.

0.112022