ვიქტორ სანიკიძის “უნიკსმა” წლის ბოლო მატჩი ვთბ-ლიგაში ჩაატარა და ვოლგოგრადში “კრასნი ოკტიაბრს” 78:69 სძლია.
ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 12:07 წუთი გაატარა და 3 ქულა, 1 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. სანიკიძემ ერთადერთხელ შეუტია და სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
ყაზანელთა გამარჯვებაში დიდი წვლილი დაიდეს ბერძენმა კოსტას კაიმაკოღლუმ (19 ქულა, 6 მოხსნა) და რუსმა პეტრ გუბანოვმა (18 ქულა, 7 მოხსნა).
“უნიკსმა” 8 მოგება და 4 მარცხი მოაგროვა და მე-4 ადგილზე იმყოფება, ვთბ-ლიგაში მომდევნო მატჩს კი 12 იანვარს, ტალინში, “კალევთან” ჩაატარებს.
მანამდე, 7 იანვარს, სანიკიძის კლუბი ევროთასის ეგიდით, საფრანგეთში, “სტრასბურგს” გაეჯიბრება.